ირაკლი აბუსერიძე: დავით მათიკაშვილთან დაპირისპირება არ მქონია, რაგბზე ვსაუბრობდით

“რა გაგვაშველეს? დაინახეთ? ვინმემ მოგწერათ და გითხრათ? რაღაც საკითხზე ვმსჯელობდით, რაგბიზე ვლაპარაკობდით”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ირაკლი აბუსერიძემ მასსა და დავით მათიკაშვილს შორის დაპირისპირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ის აცხადებს, მათ გასაშველებელი არაფერი სჭირდათ. „რა მნიშვნელობა აქვს, რასთან დაკავშირებით ვმსჯელობდით. რაღაც თემაზე ვსაუბრობდით. რამდენი ხალხი ვართ, ხედავთ? ყველა ერთმანეთში ვსაუბრობდით. რა გაგვაშველეს? დაინახეთ? ვინმემ მოგწერათ და გითხრათ? აბა, რა იცით? გაშველებით ვერ გაგვაშველებდნენ, თუ რაიმე დაიწყებოდა და გასაშველებელი არაფერი გვჭირს. რაღაც საკითხზე ვმსჯელობდით, რაგბიზე ვლაპარაკობდით“, – განაცხადა აბუსერიძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დავით მათიკაშვილი და ირაკლი აბუსერიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი, პარლამენტის სხდომათა დარბაზის გარეთ, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები