არსებული ინფორმაციით, ირაკლი აბუსერიძე და დავით მათიკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

არსებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დეპუტატები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი და დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე, პარლამენტში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები თანაგუნდელებს შორის დაპირისპირებას უარყოფენ. „დამშვიდით, დაწყნარდით, უტრირებას ნუ მოახდენთ, არაფერი იმდაგვარი არ ხდებოდა, რაზეც თქვენ რეაქცია მოაყოლეთ“, – მიმართა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები