სომხეთის პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაინიშნა
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, მინისტრთა კაბინეტის ყოფილი ხელმძღვანელი კარენ კარაპეტიანი დანიშნა. პრეზიდენტმა შესაბამისი ბრძანება ამის შესახებ უკვე გამოსცა.
რამდენიმე დღის წინ კი, ეროვნულ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი აირჩიეს. მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის დანიშვნის შემდეგ, სომხეთის მთავრობამ 9 დღის ვადაში უნდა მოახდინოს მინისტრთა კაბინეტის ფორმირება.
ასევე ცნობილია, რომ მინისტრობის კანდიდატები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრმა უნდა წარუდგინოს.