მამუკა ბახტაძე მიესალმება თუ ბანკები გაიზიარებენ სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს

როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ვისურვებდი, რომ საქართველოში იყოს სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი დონე ბიზნესის თვალსაზრისით- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-live-ის დროს განაცხადა.
იგი გამოეხმაურა „ვითიბი ბანკის“ ახალ ინიციატივას და აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივა 12 ათას მოქალაქეს ეხება.
„ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც მივესალმები. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველა როგორც ფინანსურ, ისე არა ფინანსურ ინსტიტუტს გამოვიჩინოთ მაქსიმალურად ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი დონე და საქართველოში დავამკვიდროთ ახალი, მაღალი სტანდარტი ამ მიმართულებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები