მამუკა ბახტაძე: ბიძინა ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ

ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას, თითქოს ის ბიძინა ივანიშვილის სიძე ხდება, ფეისბუქ – ლაივის დროს გამოეხმაურა.
“ეს ადამიანი (მიხეილ სააკაშვილი) საზოგადოებაში იაფფასიანი სიცრუის ტირაჟირებას ეწევა და როგორც ჩანს, თავადაც დაიჯერა ეს ჭორი. ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ”, – განაცხადა ბახტაძემ Facebook-live-ის დროს დასმული კითხვის პასუხად.
მინისტრის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები წამოყენებული ინიციატივების გადაფარვას ამგვარი იაფფასიანი ჭორებით ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები