ეკა ბესელია: ვისურვებ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი პოზიტიური როლითა და განსაკუთრებული უნარებით ყოველთვის და ყველგან მონაწილეობდეს

„ვისურვებ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი პოზიტიური როლითა და განსაკუთრებული უნარებით ყოველთვის და ყველგან მონაწილე იყოს“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ეკა ბესელია გედევან ფოფხაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი უნდა დაესწროს.
„ვისურვებ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი პოზიტიური როლით და განსაკუთრებული უნარებით ყოველთვის და ყველგან მონაწილე იყოს. თავისი თვისებებით ყოველთვის ახერხებს იმას, რომ პროცესი დადებითი და განსაკუთრებული მიმართულებით წაიყვანოს, მაგრამ ეს უმრავლესობის სხდომაა. ასეთ სხდომებს პერიოდულად ვატარებთ ხოლმე, სხდომა შეიძლება მეტად დატვირთული იყოს, ან ნაკლებად. რა თემებზე ვისაუბრებთ, ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები