თამარ ხულორდავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

სტრასბურგში, ევროპარლამენტში, თამარ ხულორდავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ბიურო მიმდინარე წლის საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარული სესიის მოსამზადებელ სამუშაოებს განიხილავს.

ყოველწლიურად ასამბლეა, ევროპარლამენტის და აღმოსავლეთ პარტნიორი პარლამენტების წარმომადგენლების თანაავტორობით შეიმუშავებს რეზოლუციებს. მიმდინარე წელს თამარ ხულორდავას და ევროპარლამენტარის, გუნარ ჰოკმარკის თანაავტორობით მზადდება ანგარიში თემაზე: „უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში”, რასაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ივნისში უყრის კენჭს.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტი, რომელიც შედგება ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია პოლიტიკური მიზეზების გამო). საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში 10 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრია. ეს ფორუმი საპარლამენტო კონსულტაციების და ევროინტეგრაციულ პროცესებზე ზედამხედველობის გზით ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები