ერევანში მიმდინარე აქციაზე 66 ადამიანია დაკავებული
სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 66 ადამიანი დააპატიმრა. მომიტინგეები უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას.
დღეს დილით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ოპოზიციის ლიდერმა ერევნის ცენტრში შეკრებისკენ მოუწოდა და მობილიზაცია გამოაცხადა. ადგილზე, აქციის მონაწილეებთან ერთად, ძალიან მალე პოლიციის შენაერთებიც გამოჩდნენ, რასაც მათი მხრიდან მომიტინგეების დაკავება მოყვა.
ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულია 66 ადამიანი.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქეებმა ცენტრალური გზების ბლოკირება დაიწყეს, რის გამოც, საჭირო გახდა მათ დაკავება.