გიორგი აბაშიშვილი: პროფესიული განათლების პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს დასაქმების პრობლემის მოგვარება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც პროფესიული განათლების განვითარებასა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესის დაგეგმვას შეეხებოდა.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, ბიზნესასოციაციები.

შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდით მიმდინარეობს პროფესიული განათლების პლატფორმის შექმნის პროცესი, რომელმაც დასაქმების, როგორც ყველაზე უფრო აქტუალური პრობლემის მოგვარება უნდა უზრუნველყოს.

“ამ პროექტში ასევე ჩართულია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი. საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში მართავს შეხვედრებს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან იმისათვის, რათა კიდევ უფრო მეტად გაირკვეს რა არის ბიზნესის საჭიროებები და ის ძირითადი მიმართულებები, სადაც არის დასაქმების ზრდის რესურსი”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები