ქიმიური იარაღის საერთაშორისო ინსპექტორების ვიზიტი სირიაში გაურკვეველი დროით გადაიდო

სირიაში მომხდარი სავარაუდო ქიმიური შეტევის შესასწავლად, საერთაშორისო ინსპექტორების ქვეყანაში ჩასვლა გადაიდო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გუშინ სირიის ქალაქ დოუმაში გაეროს სამდივნოს წარმომადგენლების ვიზიტისას, ჯგუფის წევრებს, უცნობებმა ცეცხლი გაუხსნეს.
გაეროს სამდივნოს გუნდი ქალაქ დოუმაში სიტუაციის შესასწავლად იყო მივლენილი, რათა მდგომარეობის შეფასება მოეხდინა ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის ინსპექტორების ჩასვლამდე.
ამ ეტაპზე არ კონკრეტდება ცეცხლი გაეროს წარმომადგენლების მიმართულებით გახსნეს თუ უმისამართო სროლას ჰქონდა ადგილი.
გაეროს ელჩმა სირიაში კი განმარტა, რომ შესაძლოა ინსპექტორებმა დოუმაში მუშაობა დღესვე დაიწყონ, თუ ამის საშუალებას მათ ქალაქში არსებული სიტუაცია მისცემს.
საერთაშორისო ინსპექტორების სირიაში ჩასვლა რამდენიმე კვირის წინ დაიგეგმა, მას შემდეგ, რაც სირიის ქალაქ დოუმაში, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღით განხორციელდა შეტევა. შედეგად უამრავი ადამიანი გარდაიცვალა. ბაშარ ალ ასადი და რუსეთი კი, კატეგორიულად გამორიცხავს მათ როლს მომხდარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები