გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგონას მკვლელობისთვის ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეეფარდა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

ამასთან, პატიმრობა შეეფარდა დანაშაულის შეუტყობილებლობისთვის დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძესაც.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავა. დაკავებულს 15 აპრილს ბრალი დაუმძიმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები