ადვოკატი: ვეფხია ბაქრაძე აღიარებს ფაქტს, მოვითხოვთ, გირაოს ოცი ათასი ლარის ოდენობით

„აღიარებს ფაქტს, მაგრამ არ აღიარებს დამამძიმებელ გარემოებას, რის გამოც გადაკვალიფიცირდა მუხლი”, – ამის შესახებ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის ადვოკატმა, ლევან მარსაგიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

„აღიარებს ფაქტს, მაგრამ არ აღიარებს დამამძიმებელ გარემოებას, რის გამოც გადაკვალიფიცირდა მუხლი. დამამძიმებელი გარემოება ეს არის განსაკუთრებით სისასტიკე. ამ ეტაპზე, მოტივზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ალტერნატივას მოვითხოვთ, გირაოს ოცი ათასი ლარის ოდენობით“, – განაცხადა მარსაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

შსს-მ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავა. დაკავებულს 15 აპრილს ბრალი დაუმძიმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები