ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს
სირიაში მომხდარი ქიმიური შეტევის საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატები ახალ სანქციებს დააწესებს რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ „გაეროში“ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ნიკი ჰეილიმ განაცხადა.
მისივე განმარტებით, სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელიც დაკავშირებულია ქიმიურ იარაღთან ან მის გამოყენებასთან და აღჭურვილობის მიწოდებასთან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, სანქციებთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ აშშ-ს რუსეთის იზოლირება სურს საერთაშორისო არენაზე და სწორედ ეს არის სანქციების დაწესების მთავარი მიზეზი.
„ჩვენ გვსჯიან იმის გამო, რომ საერთაშორისო არენაზე ვართ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.