ერევანში მომიტინგეებმა ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს
ერევნის ცენტრალური ქუჩები საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს. ისინი სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად წარდგენას აპროტესტებენ.
სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს ქუჩების გათავისუფლებას სთხოვენ, თუმცა ამ დროისთვის რაიმე რადიკალური ღონისძიებები არ ტარდება შეკრებილი ხალხის მიმართ.
სომხეთის ოპოზოციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები სულ მალე გადაკეტავენ ერევნის ყველა ცენტრალურ ქუჩას, გადასასვლელ ხიდს და მეტროს პარალიზებას მოახდენენ.
მთავრობამ ექს-პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გასულ შაბათს წარადგინა, მისი არჩევა ამ პოსტზე 17 აპრილს უნდა მოხდეს.