სინაის ნახევარკუნძულზე მომხდარი შეტაკების შედეგად, გარდაცვლილია 8 ეგვიპტელი ჯარისკაცი და 14 ამბოხებული
სინაის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში ეგვიპტის არმიასა და ისლამისტ ამბოხებულებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასაზღვრო გამშვები პუნქტის მახლობლად ე.წ. შაჰიდისქამრიანი რამდენიმე ადამიანი გამოჩნდა.
შეტაკება ეგვიპტის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. ინციდენტისას ოთხმა მებრძოლმა ე.წ. შაჰიდის ქამრის დეტონაცია მოახდინა, რის შედეგადაც, 8 ჯარისკაცი დაიღუპა, კიდევ 15-მა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.