აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს, – ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დანფორდმა განაცხადა, ერთ-ერთი სამიზნე კვლევითი ცენტრი იყო, სადაც ქიმიურ იარაღზე მუშაობა მიმდინარეობდა, ხოლო მეორე – ქიმიური იარაღის საცავი.
მისი განმარტებით, დარტყმების მიზანი იყო, მომავალში აღარ მოხდეს ქიმიური იარაღის გამოყენება.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აშშ სირიის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებას აღარ გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღით სავარაუდო თავდასხმის საპასუხოდ, სირიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.
„აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს მივეცი ბრძანება, წერტილოვანი დარტყმები განახორციელონ სამიზნეებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სირიის დიქტატორ ბაშარ ასადის ქიმიურ იარაღთან“, – განაცხადა ტრამპმა.
სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპერაციაში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც ჩაერთნენ.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, სირიის დედაქალაქ დამასკოში აფეთქებები მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები