გერმანიაში უცნობი პირი საფუნთუშეში რამდენიმე ადამიანს თავს დაესხა
გერმანიის ქალაქ ფულდაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შემთხვევა საფუნთუშეში მოხდა. უცნობი მამაკაცი იქ მყოფებს თავს დაესხა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის გამოცხადების შემდეგ, ეჭვმიტანილმა პირმა ოფიცრებზე თავდასხმაც სცადა, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა ის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით გაანეიტრალეს.
მომხდარზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. რა მოტივი ამოძრავებდა დამნაშავეს, ამ ეტაპზე უცნობია.