გიორგი აბაშიშვილი “სამოქალაქო ქმედების სკოლის” პროექტის დახურვას დაესწრო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო ქმედების სკოლა” დახურვის ღონისძიებას დაესწრო.

“სამოქალაქო ქმედების სკოლა” ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა დააფინანსა და რომელიც თბილისის ყველა უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტებს აერთიანებს – ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, უკეთესობისკენ შეცვალონ სამოქალაქო ცხოვრება.

პროექტის მიზანია, დაეხმაროს მონაწილე სტუდენტებს აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი, შექმნან უკეთესი საზოგადოება, მკაფიოდ წარადგინონ და დაიცვან საკუთარი ინტერესები.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად შექმნეს დოკუმენტები, რომლებიც სტრატეგიულ ხედვას, ეკონომიკის, პოლიტიკის, სამართლის, თავდაცვის საკითხებს ეხებოდა.

“დოკუმენტები თავისთავად ძალიან საინტერესოა, ეყრდნობა არსებულ ბაზების რევიზიას და ამავდროულად, ახალგაზრდებში პროგრესული აზრის ჩამოყალიბებას, ახალი წინადადებებისა და ინიციატივების ფორმირებას. ვფიქრობ, პროექტი იყო ძალიან წარმატებული. ამაზე მეტყველებს ახალგაზრდების ის რაოდენობა, ვინც ამ პროექტში ჩაერთო და ჩვენ მომავალშიც მხარს დავუჭერთ მსგავს ახალგაზრდულ ინიციატივებს”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები