პრეზიდენტი ალჟირში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ალჟირში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„გულწრფელ თანაგრძნობას გამოვხატავ ალჟირში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის გამო. ვლოცულობთ გარდაცვლილებისა და მათი ოჯახებისთვის“, – წერს მარგველაშვილი Twitter-ში.

შეგახსენებთ, რომ ალჟირში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 257 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები