ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ მებრძოლთა ლოკაციები დაბომბა
ისრაელის მთავრობამ ღაზას სექტორს ისევ შეუტია. ავიაციამ პალესტინელი მებრძოლების ლოკაციები დაბომბა ღაზას სექტორში. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც პალესტინელებმა საზღვარზე აფეთქება მოაწყვეს.
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ საზღვარზე მოწყობილი აფეთქების შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა, შესაძლოა, აფეთქებას სრულიად სხვა შედეგიც მოჰყოლოდა. ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, საავიაციო შეტევა „ჰამასის“ მებრძოლებზე სწორედ ამ აფეთქების საპასუხო რეაქცია იყო.
ღაზას სექტორიდან წამოსული ნებისმიერი სახის აგრესიაზე ისრაელი „ჰამასს“ აკისრებს პასუხისმგებლობას.