სომხეთმა ევროკავშირთან პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირთან გაფართეობული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტის მიღებას ხმა 95-მა დეპუტატმა მისცა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, კარენ ნაზარიანის განცხადებით, ხსენებული ჩარჩო-ხელშეკრულება სომხეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობას ახალ საფეხურზე გადაიყვანს, სადაც ორივე მხარე თანაბარი პირობებით ისარგებლებს.
დოკუმენტის რატიფიკაცია ჯერ კიდევ 2013 წელს იგეგმებოდა, თუმცა, მის მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე, სომხეთი „ევრაზიული საბაჟო კავშირის“ წევრი გახდა რუსეთთან, ყაზახეთთან და ბელარუსთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები