რა ვითარებაა კიევის ქუჩაზე, სადაც ხანძარმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა (ფოტოკოლაჟი)

თბილისში, კიევის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავსა და მეორე სართულზე გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად დაშავებულია სამი, ხოლო გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
შემთხვევის ადგილზე თერთმეტი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები