ყოფილი ფრანგი სახელმწიფო მდივანი ბარში დებოშის გამო დააკავეს
საფრანგეთის მთავრობის ყოფილი წევრი და სენატორი ჟან–ვენსან პლიასე სამართალდამცველებმა პარიზის ბარში სკანდალის შემდეგ დააკავეს. ამის შესახებ ფრანგული ტელეკომპანია BFMTV იუწყება.
როგორც ირკვევა, პოლიციელები ბარ La Piscine–ში, ამ დაწესებულების თანამშრომლების გამოძახების შემდეგ მივიდნენ. მათი განმარტებით, 50 წლის პოლიტიკოსი იმ გოგოს ავიწროვებდა, რომელმაც ცეკვაზე უარი უთხრა.
როდესაც პლიასე ბარიდან გაყავდათ, მან არაბული წარმოშობის დაცვის სამსახურის წარმომადგენლი რასისტული გამონათქვამებით შეურაცხყო, შემდეგ კი პოლიციელებს გაუსწორდა. შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ყოფილი სენატორის სისხლში 2,32 გრამი ალკოჰოლი იყო. ის ინციდენტის შემდეგ, მაშინვე დააკავეს, ხუთშაბათს საღამოს კი, პარიზის პროკურატურამ მისი დაკავების ვადა გაახანგრძლივა.
ჟან–ვენსან პლიასე სეულში დაიბადა, მაგრამ ფრანგული ოჯახის მიერ იყო ნაშვილები. 2016–17 წლებში ის საფრანგეთის მთავრობაში, სახელმწიფო რეფორმის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა.