ბექა ოდიშარია: მთავრობის ინიციატივა ეკონომიკაში კონკრეტული ადამიანების მონაწილეობას ხელს შეუწყობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას შეფასებით, მთავრობის ინიციატივა არამხოლოდ ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკაში კონკრეტული ადამიანების მონაწილეობის გაზრდასაც შეუწყობს ხელს.
“მთავრობის ინიციატივა არამხოლოდ ეკონომიკურ ზრდას, არამედ ამ ეკონომიკაში კონკრეტული ადამიანების მონაწილეობის გაზრდასაც შეუწყობს ხელს. ინიცირებული ცვლილებები ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისკენ, მცირე ბიზნესის ხელშეწყობისკენ არის მიმართული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესისთვის საქართველო კიდევ უფრო ხელსაყრელი ქვეყანა ხდება. ეს ცვლილებები ეხება ნებისმიერს, ვისაც სურს დასაქმება და საკუთარი საქმის დაწყება. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების და მმართველი გუნდის მთავარი ამოცანაც სწორედ ეს არის- ხელი შეუწყოს გარემოს შექმნას სადაც მოქალაქეებს ექნებათ ახალი შესაძლებლობები საქმის კეთების და ღირსეული შემოსავლის მიღების” საქართველოს მთავრობა ახალი საგადასახადო ინიციატივების განხორციელებას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საქმე ეხება სამ ახალ ინიციატივას, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას წაახალისებს”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები