მუზეუმების საერთაშორისო დღეს მუზეუმ-ნაკრძალებში გამოფენები, აქციები და ღონისძიებები გაიმართება

 კულტურული მემკვიდრეობის კვირეულთან დაკავშირებით, ეროვნულ სააგენტოში დღეს გამოფენა – „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა“ გაიხსნება. მომავალი კვირიდან სამი დღის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, კვირეულის ფარგლებში, ამავე სახელწოდების სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს.
18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეს ICOM-ის მრჩეველთა საბჭოს მიერ შემუშავებული თემატიკით – „სამუზეუმო კოლექციები გვაახლოვებს“ – ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებში გამოფენები, აქციები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. კულტურული მემკვიდრეობის კვირეულისა და მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ციკლი კულტურულ მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში 7 მაისს, 17 საათზე, ახალი გამოფენით გაიხსნება.
„მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა“ – ასახავს ქვეყნის მუზეუმ-ნაკრძალებსა და მათ არეალებში არსებულ არქიტექტურულ კომპლექსებს. გამოფენაზე ნაჩვენები იქნება ფილმი – „უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალი“. 13-14-15 მაისს გაიმართება – „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა“ სამეცნიერო კონფერენცია. 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეს ICOM-ის მრჩეველთა საბჭოს მიერ შემუშავებული თემატიკის – სამუზეუმო კოლექციები გვაახლოვებს – ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებსა და მუზეუმებში სხვადასხვა აქცია-ღონისძიებები შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები