გიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, გივი ჭიჭინაძე ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ვანი-ხონის შუალედურ არჩევნებზე, პარტია“ ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი გივი ჭიჭინაძე გაიმარჯვებს.
„დარწმუნებული ვარ, გივი ჭიჭინაძე გაიმარჯვებს, ძალიან დიდი უპირატესობით. დღეს ჩვენ წარვადგინეთ ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე. იგი საკმაოდ გამოცდილია იმერეთის რეგიონში და კარგად იცის აქ არსებული პრობლემატიკის შესახებ. იგი გახლდათ ძალიან წარმატებული და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუბერნატორი და დარწმუნებული ვარ, თავისი კვალიფიკაციით, გამოცდილებითა და გულისხმიერებით, რომელიც მას ახასიათებს, იგი წარმატებით გაართმევს თავს იმ უმნიშვნელოვანეს მისიას, რასაც საქართველოს პარლამენტის წევრობა ჰქვია, კონკრეტულად კი ამ ორი უძველესი, კულტურულად ძალიან მდიდარი და ამავე დროს ულამაზესი, უნიჭიერესი ხალხით დასახლებული რაიონის ინტერესების დასაცავად. ვფიქრობ, მას უბრალოდ კონკურენტი არ ეყოლება. კონკურენტები, რა თქმა უნდა, იქნებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გივი ჭიჭინაძე გაიმარჯვებს, ძალიან დიდი უპირატესობით“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები