არჩილ თალაკვაძე: გივი თარგამაძე რომ ზურა ალავიძეს ადანაშაულებს რაიმეში ღიმილის მომგვრელია

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე “ევროპული საქართველოს” წევრის, გივი თარგამაძის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, მისი ბრალდებები არის მართული პროცესი და შესაძლოა უკავშირდებოდეს „ბლექ სი გრუპსს“.

“გივი თარგამაძე რომ ზურა ალავიძეს ადანაშაულებს რაიმეში, თავად ეს ფაქტი ღიმილის მომგვრელია. მედიით ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ეს ბრალდებები არის მართული პროცესი და შესაძლოა უკავშირდებოდეს „ბლექ სი გრუპის“, აი ამ ბიზნესსუბიექტის მხრიდან გარკვეულ ინტერესებს, რომელიც ბატონი ალავიძის უწყებასთან მიმართებაში არსებობს. რათქმაუნდა, ამას ჟურნალისტები უნდა ჩაუღრმავდნენ და აუცილებელია, რომ ვამხილოთ ყველა ის ადამიანი ვინც სუბიექტური ინტერესებით პოლიტიკურ სპეკულაციებს ეწევა.

მე შემიძლია, ჩემის მხრივ გითხრათ, რომ ინფრასტრუქტურაში და სივრცითი განვითარების მიმართულებით წარმატებით მიმდინარეობს ის გეგმა, რომელიც ოთხპუნქტიან სამთავრობო გეგმაშია მოცემული და ალავიძის უწყებამ 2017 წელს ასეულობიოთ პროექტი განახორციელა, რომელსაც 30 000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა მოჰყვა.

რა თქმა უნდა, ძალიან რთულია სერიოზული კომენტარი გააკეთონ იმ ადამიანის ბრალდებაზე, რომელიც თავად არაერთხელ იყო მხილებული და ჩართული პროცესებში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ და რაც მთავარია, ამომრჩეველმა ნეგატიურად შეაფასა წინა ხელისუფლების დროს”- აცხადებს თალაკვაძე.

“ევროპული საქართველოს” წევრი გივი თარგამაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტს კორუფციულ საქმიანობაში ადანაშაულებს. როგორც გივი თარგამაძემ განაცხადა, კორუფციული გარიგებები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ხელშია. მისი თქმით, ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული სქემა გზის მშენებლობისა და საფარის დაგებას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები