ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა ოზურგეთში შედგა

ოზურგეთში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.

“ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად და რა თქმა უნდა დარწმუნებულები ვართ, რომ იმ რეფორმებთან ერთად, რომელსაც უახლოეს მომავალში დავაანონსებთ თქვენი ძალისხმევით, იმის მოლოდინით, რომ მცირე და საშუალო მეწარმეების რაოდენობა საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. აღნიშნული რეფორმა ეხება 120 ათას მეწარმეს და მათ უკან მდგომ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი ინდმეწარმეები ასაქმებენ. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, აღნიშნული რეფორმის შემდეგ კიდევ უფრო მეტ მეწარმეს ვიხილავთ ჩვენს ბიზნესში”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას, რომელიც შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ხოლო მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით. ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელსშეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტადჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირებიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში.

პრეზენტაციაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში, კერძო სექტორის წარმომადგენლები ასევე დეტალურად გაეცნენ საგადასახადო კოდექსში მომზადებულ რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას.

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები საპარლამენტო კომიტეტებში უკვე განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები