გუდაური-კობის მონაკვეთზე დილის 7 საათამდე მოძრაობა აიკრძალა

გუდაური-კობის მონაკვეთზე დილის 7 საათამდე მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე არასტაბილური მეტეოროლოგიური პირობების გამო, 30 მარტის 07:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები