თბილისის მერიის დაფინანსებით ჟესტური ენის სწავლების პროექტი მიმდინარეობს

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი  საქართველოს ყრუთა კავშირის „ჟესტური ენის სწავლების პროექტის“ მიმდინარეობას გაეცნო.

თბილისის მერია “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჟესტური ენის სწავლების პროექტს ყოველწლიურად 23 000 ლარით აფინანსებს.

„ბოლო პერიოდში ჟესტური ენის სპეციალისტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია და აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყრუთა კავშირი წელიწადში 18 სურდო თარჯიმანს ამზადებს. უპირატესობა ენიჭებათ პირებს, რომელთაც ჰყავთ ყრუ ან სმენადაქვეითებული ნათესავი ან მეგობარი, ასევე, ექიმებს, ფსიქოლოგებს, გიდებს, სტუდენტებს და სოციალურ მუშაკებს. ერთი მსურველი წელიწადში მომზადების სამ დონეს გადის და საჭიროების შემთხვევაში,  სერტიფიკატს იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები