გორში, მამაკაცი იარაღით ლომბარდში შეიჭრა და განგაშის ღილაკის ამოქმედება შეძლო

ქალაქ გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე ლომბარდის დაყაჩაღება სცადეს.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი თანხის გამოძალვას იარაღის მუქარით ცდილობდა. მან სეიფის გაღება და განგაშის ღილაკის ამოქმედება შეძლო, რის შემდეგაც, დამნაშავე გაიქცა და თანხის წაღება ვეღარ მოახერხა.
აღნიშნული ფაქტი „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ეჭვმიტანილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები