ბიძინა გეგიძე: გენგეგმის მიღება ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე, 27 მარტს გამართულ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვას დაესწრო. ფრაქციის თავმჯდომარემ  განაცხადა, რომ  დოკუმენტი წარმოადგენს ძირითად საფუძველს, რომელზეც უნდა მოხდეს შემდგომი რეგულაციებისა და ნორმების აგება.

მისი თქმით,  აღნიშნული დოკუმენტის მიღება უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის და ქალაქში მაცხოვრებელი თითოეული თბილისელისათვის.

 „გენერალური გეგმის მიღების პროცესი დიდი ხანია გრძელდება და საზოგადოება ელოდება შედეგებს. აუცილებელია, მოხდეს გონივრული ვადის განსაზღვრა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ოპტიმიზაცია, რამდენადაც, დღესდღეობით ვიმყოფებით ცაიტნოტის რეჟიმში”,- აღნიშნა გეგიძემ.

ფრაქციის თავმჯდომარემ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა მოახდენს გადაწყვეტილების მიღების დროის ოპტიმიზაციას გამართული დოკუმენტის მიღების მიზნით და თავიდან იქნება აცილებული მორიგი  მოლოდინის რეჟიმი. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ არსებულ მოცემულობაში, კერძოდ დებატების ფორმატში დარჩენა და მხოლოდ კერძო პოლიტიკური დივიდენდების მიღებისათვის ყველა სიტუაციის გამოყენება არ იქნება შედეგის მომტანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები