გარდაბნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რწყვის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 კმ სიგრძის სარწყავ არხს, დამონტაჟდა ახალი მილხიდები, წყალგამშვები ფარები და გამანაწილებელი კვანძები. არხის ფერდებსა და ძირზე რკინა-ბეტონის მონოლითური ფილები მოეწყო.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად წყლის მიწოდება 900 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდა. აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლები – ვახტანგისი, ჯანდარა და ნაზარლო სარგებლობენ.

პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს მელიორაციამ“ განახორციელა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები