საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 19 სახანძრო ავტომობილის შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილ მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოდან აცნობეს, სამსახურმა 19 ერთეული ტექნიკა უნდა შეიძინოს, რომელიც ტყის ხანძრების ყველაზე მაღალი რისკის მქონე 17 მუნიციპალიტეტს გადაეცემა. ტენდერის პირობები ასევე გულისხმობს მეხანძრე მაშველების გადამზადებას.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო ავტომობილები მოძველებულია და ზოგადად, მთელი ავტოპარკი საჭიროებს განახლებას.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 5-წლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ავტოპარკის სრული განახლება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები