ჩოხატაურში, სოფელ ზოტში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლები დაიწვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, ხანძრის შედეგად, ორი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ეზოებში მდებარე ყველა დამხმარე ნაგებობა გადანგურდა, ამასთან, დახოცილია 13 სული საქონელი.
გარდა ამისა, შემთხვევის დროს ოჯახების საკუთრებაში არსებული ავტომანქანებიც დაიწვა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილნი,
მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამი ბრიგადა მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები