ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით ბუქარესტში იმყოფება

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC-ის) ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით რუმინეთში იმყოფება.
ოთარ დანელია ქალაქ ბუქარესტში PABSEC-ის ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო.
დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე BSEC-ის წევრ სახელმწიფოებში მცირე ბიზნესის განვითარებასა და წევრი ქვეყნების ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. სხდომის მიმდინარეობისას რეკომენდაციები მიიღეს და აღნიშნულ საკითხზე ალბანეთში, ქალაქ ტირანაში, 19-21 ივნისს იმსჯელებენ.
ვიზიტის ფარგლებში, PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტი რუმინეთის საგარეო საქმეთა და კომუნიკაციებისა და საინფორმაციო საზოგადოების სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქვეყანებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
კომიტეტის 50-ე სხდომას საქართველოს, რუმინეთის, სომხეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, მოლდოვას, რუსეთის, საბერძნეთის, თურქეთისა და უკრაინის პარლამენტების დელეგაციები ესწრებოდნენ.
სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრებმა, ბულგარეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კრასიმირ ველჩევი ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯომარედ და ვაჰე ენფიაჯიანი (სომხეთი) ვიცე-თავმჯდომარის პოსტზე აირჩიეს.
ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური და გარემოს დაცვის კომიტეტის მომდევნო სხდომა ქალაქ კიევში, მიმდინარე წლის ოქტომბერში, გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები