“რეფორმა, რომელსაც მამუკა ბახტაძე გვთავაზობს დროულია და ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებაზე”

პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ,  ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, ფინანსთა სამინისტროს მიერ საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები შეაფასა.

“რეფორმა, რომელსაც მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად გვთავაზობს დროულია და ფოკუსირებულია მცირე და საშუალო  ბიზნესის სტიმულირებაზე. იგი განსაკუთრებით საინტერესოა სამეგრელოს მეწარმეებისთვის, როგორც თხილის მწარმოებელი ძირითადი რეგიონისთვის, რომელიც ფაროსანას პრობლემით ყველაზე მეტადაა დაზარალებული და განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს“,- აღნიშნა დეპუტატმა.

დღეს,  ზუგდიდში  ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე   მცირე და საშუალო მეწარმეებს, სამოქალაქო სექტორის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა , სადაც შეხვედრის მონაწილეებს  ფინანსთა სამინისტროს მიერ საგადასახადო კოდექსში  მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები