დაჭრა თბილისში – იოსელიანის ქუჩაზე მამაკაცს იარაღიდან ოთხჯერ ესროლეს

თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიჭრა. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიღებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ ღამის საათებში მოხდა.
მათივე ინფორმაციით, იოსელიანის ქუჩაზე ოთხი გასროლის ხმა გაიგეს.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, კერძოდ სსკ-ის 118-ე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და 236-ე იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარების მუხლებით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები