ეთნიკურმა უმცირესობამ სამეთვალყურეო საბჭოს კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარადგინა ​

„სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ ხელმძღვანელმა, ზაურ ხალილოვმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში, ეთნიკური უმცირესობის მხრიდან წამოყენებული საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეთვალყურეო საბჭოს კანდიდატის, იზაბელა ოსიპოვას შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, საბჭოში მისი მოხვედრა, გარკვეულ პროცესებში, ეთნიკური უმცირესობის ჩართულობას გაააქტიურებს.
მისივე თქმით, ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისა, რომ ოსიპოვა საბჭოში მოხვდეს.
“სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკურმა საბჭომ და 60-ზე მეტმა ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატს, იზაბელა ოსიპოვას. ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყოს, ვინაიდან ეთნიკური უმცირესობის ჩართულობა იყოს უფრო აქტიური გარკვეულ პროცესებში. 60%-ზე მეტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მოწყვეტილია ქართულ მედია სივრცეს.
სწორედ ამიტომ, ქალბატონი იზაბელა ოსიპოვას წარდგენით, ჩვენ ამ საკითხს უფრო ქმედითს და აქტუალურს გავხდით. ჩვენ არამარტო ეთნიკური ნიშნით გვყავს ის შერჩეული, არამედ, იზაბელა ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის. ვფიქრობთ, რომ ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისა, რომ ის მოხვდეს საბჭოში”, – განაცხადა „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ ხელმძღვანელმა, ზაურ ხალილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები