ზაურ ხალილოვი: 13 წლის ბავშვზე მოძალადე პირს ფსიქიკური პრობლემები აქვს

„სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ ხელმძღვანელი ზაურ ხალილოვი, გუშინ, აზერბაიჯანელი მოქალაქის მხრიდან, 13 წლის ბავშვზე თავდასხმის ფაქტს პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამოეხმაურა.
მისი ინფორმაციით, დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
„მედიიდან შევიტყვეთ ჩვენც ამის შესახებ, როგორც მე ვიცი, ამ ადამიანს სერიოზული პრობლემები აქვს. მისი ფსიქიკური მდგომარეობა ეჭვქვეშაა, თუმცა, ნამდვილად არ ვიცი მისი ვინაობა“, – განაცხადა ზაურ ხალილოვიმ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში გუშინ მოხდა. 13 წლის მოზარდს ლიფტში უცხო ქვეყნის მოქალაქემ სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო. დამნაშავე დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები