სოფიო ქაცარავა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მაიკლ ჰილი-რეის შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ირლანდიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდა.

მაიკლ ჰილი-რეისთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო კურსის მთავარ პრიორიტეტებს, ევროკავშირის მომავალ წევრობას, ამ მიმართულებით გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს და ევროპული ინტეგრაციისადმი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერას.

ყურადღება გამახვილდა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.

„ევროკავშირის წევრობა საქართველოს გაცხადებული მიზანია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ირლანდიელი პარტნიორების მხრიდან გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა და თანადგომა, რაც მათ გასულ წელს, საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაშიც გამოხატეს. მადლობას ვუხდი ასევე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციის შემადგენლობაში არიან გიორგი კახიანი, გიორგი მოსიძე და სერგი კაპანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები