თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა ნუცუბიძის, ასათიანის და ზემო დელისის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, ედიშერ მაღალაშვილის, ოთარ ჩხეიძის და გიორგი გეგეჭკორის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების IV კვარტლის, ტყიბულის, გიორგი ირემაშვილის, გურამ ქუთათელაძის, დომენტი ჟღენტის, ხვანჭკარის, ურეკის, საჩხერის, ჩარგლის, ცოდნისკარის, ანაპის 414-ე დივიზიის, ქეთევან მაღალაშვილის და შატილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II და III კვარტლების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მეტრო „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის, სანზონის დასახლების და გუდამაყრის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს და სადგურ ლილოს მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, სამხედრო ქალაქი 202-ის, ელიას მთის, ნიაბის, სომხეთის, კვალეთის, კიკეთის, კვესეთის, ბეთანიის, შილდის, გოლოვნის, რაზიკაშვილის, გედევანიშვილის, გუმბრის, საინგილოს, ფშავის, რუისის, თამაზ მუჯირიშვილის, ბზიფის, მიხეილ მრევლიშვილის, თეძამის, რუისპირის, ბეღლეთის, კაიშაურის, გალავნის, სამრეკლოს, აბულის, დომინიკა ერისთავის (განდეგილი), ახალუბნის, განთიადის, ხივინის, ნაქერალის, ჟონეთის, საინგილოს, შაქრიანის, ოძისის, გიორგი აბრამიშვილის, სათემოს და ქვის სახლის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონების, დემნა შენგელაიას, მამკოდის, ომარ ხიზანიშვილის და მორეტის ქუჩების მცხოვრებლებს.
ასევე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები