ილია II-მ რუსეთის პატრიარქსა და პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კემეროვოში მომხდარ ტრაგედიაზე სამძიმარი გამოუცხადა.
პატრიარქის სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ უწმინდესი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, იმ შემთხვევის გამო, რომელიც სავაჭრო ცენტრში მოხდა და თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს.

„მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ. მიიღეთ ჩვენი სამძიმარი. ვგლოვობთ ჩვენც და აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ახლად შესვენებულთა სულნი დააწესოს საყოფელსა მართალთასა, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა და ნუგეში“,- წერს უწმინდესი.

სავაჭრო ცენტრში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 64 ადამიანი, მათ შორის 41 ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები