GIPA-ს ლექტორის საკითხს საგანგებო საბჭო განიხილავს – ქალთა უფლებები ჩვენი პრიორიტეტია

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მოწვეული პროფესორის, ზაზა სიამაშვილის მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, GIPA კატეგორიულად ემიჯნება.

როგორც ინსტიტუტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო საგანგებო რეჟიმში განიხილავს უნივერსიტეტის ეთიკის ნორმების დარღვევის საკითხს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

„GIPA კატეგორიულად ემიჯნება ზაზა სიამაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს. მსგავსი ტიპის განცხადებები რადიკალურად ეწინააღმდეგება GIPA-ს ღირებულებებს და ცდება უნივერსიტეტში არსებულ ეთიკის ნორმებს. ქალთა უფლებების დაცვა წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს და სხვადასხვა პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან თანამშრომლობით, ახორციელებს არაერთ მასშტაბურ პროექტს აღნიშნული მიმართულებით. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო საგანგებო რეჟიმში განიხილავს უნივერსიტეტის ეთიკის ნორმების დარღვევის საკითხს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, -აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეულმა პროფესორმა, ზაზა სიამაშვილმა ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „იმ ქალებს, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ, ქვეყნიდან გაყრიდა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები