ქედაში, სოფელ ხარაულაში ოთხსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა (ფოტოები)

ქედაში, სოფელ ხარაულაში ერთ-ერთ ბელეტაჟის ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამწვარია დაახლოებით 130 კმ2. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სახლი მთლიანად დაიწვა და ოთხსულიანი ხარაძეების ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები