საფრანგეთის სკოლებში ბავშვები 3 წლის ასაკიდან შევლენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ განათლების სიტემაში ახალი რეფორმები გაატარა, რომლის მიხედვით, სკოლაში ბავშვების შესვლის ასაკი, 6 წლის ნაცვლად, 3 წელი გახდა. ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფრანგი ბავშვები ევროპის მასშტაბით ყველაზე ადრე დაიწყებენ სკოლაში სიარულს.
პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, განათლების სისტემაში მსგავსი ცვლილების შეტანა, მიზნად ისახავს განათლების უთანასწორობის შემცირებას, იმ რაიონში მცხოვრები ადამიანების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, შვილები საბავშვო ბაღში შეიყვანონ.
“იმედი მაქვს, რომ ამ ვალდებულებებით, 2019 წლიდან დაწყებული სასწავლო წელი, გამოასწორებს მიუღებელ დიფერენციალურობას”, – განაცხადა მაკრონიმ.