ცეცხლსასროლი იარაღით პაკისტანში ტრანსგენდერი ქალი მოკლეს

პაკისტანის პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა, რომელიც მოტოციკლეტს მართვდა, ტრანსგენდერი ქალი და მისი მეგობარი მოკლა. ინფორმაციას “Foxnews”-ი ავრცელებს.
როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, მკვლელობის მოტივი უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანში ბოლო 3 წლის განმავლობაში 55 ტრანსგენდერი მოკლეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა არცერთ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა როგორც ადგილობრივი სამართლდამცველები აცხადებენ, თავდასხმა შესაძლოა ისლამურმა ექსრემისტებმა განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები