ჩინეთში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ვიზიტი განახორციელა
რამდენიმე დღიანი სპეკულაციის შემდეგ, დადასტურდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთში ჩავიდა და პრეზიდენტ ქსი ძინპინს შეხვდა. ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.
კიმ ჩენ ინის ჩინეთში ვიზიტი, ორივე მხარემ დაადასტურა.
როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, ქვეყნის გარეთ ვიზიტი 2011 წლის შემდეგ პირველად განახორციელა.
ჩინური მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა “წარმატებული საუბრები” გამართეს, ასევე შეხვედრისას, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ბირთვულ პროგრამაზე, გარკვეული პირობების შემდეგ, უარს იტყვის.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მთავარი ეკონომიკური მოკავშირეა.
გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს აპრილში შეხვდება, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა კი, მაისში გაიმართება.