ნატო რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს

ნატო, სერგეი სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, ალიანსში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს.
შესაბამისი განცხადება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
„ეს არის ძლიერი გზავნილი რუსეთისთვის, რომ თავისი ქმედებებისთვის ფასი გადაიხადოს და რომ ყველაფერს თავისი შედეგები მოყვება, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ამასთან, როგორც გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები