კემეროვოში ადგილობრივი მოსახლეობა რეგიონის გუბერნატორის ამან ტულეევასა და ქალაქის მერის ილია სერედუკის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.
კემეროვას ადმინისტრაციულ შენობასთან 4 ათასსზე მეტი მოქალაქე შეიკრიბა და საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შესახებ სიმართლის გასაჯაროებას ითხოვენ.
დემონსტრანტები კემეროვის მერსა და გუბერნატორს მკვლელებად მოიხსენიებდნენ.
არეულობის თავიდან ასაცილებლად ქალაქის ცენტრში სპეცრაზმის ქვედანაყოფები განალაგეს.
ბოლო მონაცემით, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათგან 41 ბავშვია.
ამასთან, მიტინგის მონაწილეები გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დასახელებას ითხოვენ.
მათ მიაჩნიათ, რომ ხანძრის შედეგად გაცილებით მეტი კემეროველი დაიღუპა, ვიდრე ოფიციალური ინფორმაციით სახელდება.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში, ტრაგედიის საღამოს იმყოფებოდნენ რუსეთის სხვადასხვა ქალაქის სკოლის მოსწავლეები. კერძოდ, ტომსკიდან, კემეროვოდან და კუზბასიდან.
ამ დროისათვის, გამოძიება ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვას ასახელებს. ასევე ცნობილია, რომ სავაჭრო ცენტრში არც ავარიული გასასვლელები და არც სახანძრო სიგნალიზაცია არ ფუნქციონირებდა.
მომიტინგეები ასევე, სავაჭრო ცენტრის მფლობელისა და ამავე კომპანიის პარტნიორების დაპატიმრებას ითხოვენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის მფლობელი ალექსანდრე შტენგელოვაა. ამასთან, კომპანიის 17 პროცენტიან წილს ადგილობრივი ბიზნესმენი იგორ სემიონოვია.
დღესვე, დამწვარი სავაჭრო ცენტრი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოინახულა და განაცხადა, რომ ტრაგედია დანაშაულებრივმა გულგრილობამ გამოიწვია.